воскресенье, 15 января 2012 г.

*** გაზაფხული და ბუნება.***

როცა  მზის სხივი
გახდება მწველი
და გაცოცხლდება
ირგვლივ ყოველი.

როცა ხეები 
ამწვანდებიან,
ნაკადულები 
გადმოსკდებიან,

როცა მერცხლები 
მოფრინდებიან
და ბუდეებში
ჩაფრინდებიან.




როცა ვარდები
აყვავდებიან
და ბულბულები
ამღერდებიან.


როცა წამოვა
ჟუჟუნა წვიმა
და ჯეჯილი კი
სწრაფად ამოვა.




როცა ირემი
ირემს მოუხმობს
და სხვა ხარ-ირემს
თავქვე დაამხობს.

როცა შვლის ნუკრი
დედას იპოვის,
მინდვრად კურდღელი
 ბალახს იშოვის.

როცა წიფელი
კიდევ ამოვა
და ფრთხილი შველი
წყალთან ჩამოვა.



მეც გავიხარებ,
გამოვცოცხლდები.
ავმღერდები და
გავდიდგულდები.


თამარ ენუქიშვილი.
07.XII. 2011 წელი.