воскресенье, 15 января 2012 г.

რა გემრიელად ათოვს.ვახტანგ გორგანელი.

3.gif



 მივალ,თეთრ ბილიკს მივდევ,ახლა ნატვრა ვარ მარტო.

ალაზნის გაშლილ მინდვრებს რა გემრიელად ათოვს.

სულში შემოდის ფიფქი და უხილავად ფერავს,

თოვლქვეშ სუნთქვას ვგრძნობ მიწის,

როგორც ამ გულის ძგერას.

ცა ისე უხვად ბარდნის,ისე ჩამესმის ლოცვად,

მჯერა,ციური მადლი მოაქვს მიწისთვის თოვლსაც.

ივალ,თეთრ ბილიკს მივდევ,ახლა ნატვრა ვარ მარტო.

ალაზნის გაშლილ მინდვრებსრა გემრიელად ათოვს.
ვახტანგ გორგანელი.