воскресенье, 15 января 2012 г.

დედამიწა და მიწისძვრები.


   დედამიწის გეოლოგიური ისტორია 4,567 მილიარდი წლის წინ დაიწყო, როდესაც მზის ფორმირების შედეგად წარმოქმნილი დისკოს ფორმის მტვრისა და აირის ნისლეულისგან, მზის სისტემის პლანეტები შეიქმნა. თავდაპირველად, მდნარი დედამიწის გარე შრის გაგრილებით წარმოიქმნა მყარი ქერქი, პარალელურად კი წყალი ატმოსფეროში იწყებს აკუმულირებას.

     მცირე ხანში წარმოიქმნა მთვარე, სავარაუდოდ მარსის ზომის, დედამიწის მასის 10%-ის ობიექტი თეიას დედამიწასთან დაჯახებით. ამ ობიექტის მასის ნაწილი, დედამიწას შეუერთდა, ხოლო ნაწილი გარე სივრცეში გამოიტყორცნა. საკმარისი მასალა კი გადარჩა დედამიწის გარშემო ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრის ჩამოსაყალიბებლად.

    დედამიწის არსებობის ისტორიიდან, დღემდე, სამყაროს ყველაზე დიდ საფრთხეს ბუნებრივი კატასტროფები უქმნის. პირველი ისტორიული ცნობები მიწისძვრების შესახებ ჩვ.წ.აღ-მდე 2500 წლით არის დათარიღებული. ამ წელს, ეგვიპტეში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა.

მიწისძვრა მოხდა საქართველოშიც, მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს, დავით აღმაშენებლის გამეფებამდე ერთ წლით ადრე. მიწისძვრამ, მიწასთან გაასწორა ქვეყნის შენობა–ნაგებობები. იმ დროს მიწისძვირის შედეგად დაღუპულთა როდენობის შესახებ, ისტორიულ წყაროებში ინფორმაცია არ მოიპოვება. წყაროებში მხოლოდ ისაა მითითებული, რომ  უამრავი ოჯახი გაწყდა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სამყაროს აღსასრულის შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ისეთი პანიკა, როგორიც ახლაა ატეხილი, აქამდე არასოდეს ყოფილა. საუბრობენ, რომ დედამიწას რეალური საფრთხე ემუქრება. ერთ–ერთ ასეთ საფრთხედ ასახელებენ პლანეტას, რომელსაც ნიბირუს ეძახიან, ზოგი მას პლანეტა 10–ს უწოდებს, ზოგი – წითელ პლანეტას... ატსროლოგები ირწმუნებიან, რომ აქამდე უცნობი პლანეტა დედამიწას უახლოვდება, რაც კატასტროფულ ცვლილებებს გამოიწვევს.

ზოგი საერთოდ, დედამიწის აღსასრულზეც საუბრობს. რეალურად კი, პლანეტის მოახლოება დედამიწასთან უძლიერეს მიწისძვრას გამოიწვევს, რომლის შედეგად არათუ შენობები, მთები და კლდეებიც კი გაცამტვერდება. მთები და კლდეები არა, მაგრამ ყველამ ვნახეთ მიწასთან გასწორებული არაერთი ქალაქი თუ სოფელი იაპონიაში.

 ყველაზე დამანგრეველ სტიქიურ მოვლენად, ალბათ მაინც მიწისძვრები ითვლება.  ჩვ.წ.ათასწლეულში, დედამიწაზე მოხდა 6 ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც 100000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. II ათასწლეულში ასეთი მიწისძვრების რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.

დაფიქსირებული და გაზომილი მიწისძვრებიდან ყველაზე ძლიერი 1960 წლის 22 მაისს მოხდა, სამხრეთ ჩილეში. ეპიცენტრში სიმძლავრე 9.5 ბალს აღწევდა. ამ მიწისძვრის შედეგად, დაიღუპა 2000 და დაშავდა 3000 ადამიანი, 2.5 მილიონი კი უსახლკაროდ დარჩა.

ქვეყანამ 550 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა. მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ცუნამი თავს დაატყდა ჰავაის სანაპიროს და 61 ადამიანი იმსხვერპლა. ამ მიწისძვრით გამოწვეულმა უზარმაზარმა ზღვის ტალღებმა იაპონიამდეც მიაღწია, სადაც 138 ადამიანი დაიღუპა.  დაზარალდა ფილიპინებიც.

კავკასიაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1667 წელს მოხდა, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ შამახაში. დაიღუპა 80 ათასი ადამიანი.
1988 წლის 7 დეკემბერს, დილის 11:41 წუთზე სპიტაკში მოხდა ერთ-ერთი უდიდესი (როგორც სიძლიერის, ასევე მსხვერპლის თვალსაზრისით) მიწისძვრა, რომელიც 40 წამს გრძელდებოდა და რიხტერის შკალით 7 ბალს აღწევდა. მიწისძვრა განმეორდა 4 წუთის შემდეგ – 6 ბალი, ამას კი მოჰყვა რამდენიმე, წინამორბედებთან შედარებით მცირე ბიძგი, რომელთა საშუალო სიმძლავრე 5 ბალი იყო. მიწისძვრის ეპიცენტრიდან 80 კმ-ის დიამეტრში მდებარე 4 ქალაქი (სპიტაკი, ლენინაკანი, სტეფანაკანი და კიროვაკანი) და 48 სოფელი მიწასთან გასწორდა და მოსახლეობის 20 % იმსხვერპლა.

მიწისძვრის სიძლიერის მეცნიერული გაზომვა XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყეს. მანამდე მომხდარი მიწისძვრების შესახებ კი მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ: 1138 წლის 9 აგვისტო,  სირია,  ქალაქი ალეპო, შედეგად დაიღუპა  230000 ადამიანი. 1556 წლის 23 იანვარი,  ჩინეთი,  ქალაქი შანსი -  დაიღუპა 830 000 ადამიანი. 1737 წლის 11 ოქტომბერი, ინდოეთი, ქალაქი კალკუტა, მიწისძვრამ აქ 300 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ბოლო წლებში კი ბუნებრივი კატასტროფები მნიშვნელოვნად გახშირდა.
მხოლოდ 2010 წელს დაფიქსირდა ბუნებრივი კატასტროფები, რომლებიც გაცილებით მასშტაბური და დამანგრეველი იყო, ვიდრე ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარა.

1976 წელი, ჩინეთი.

ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე, დილის საათებში ქალაქ ტანგშანში (ჩინეთში) დაფიქსირდა. მიწისძვრას წინ უძღოდა წინასწარი ნიშანი: ღამე ცაში სინათლის გამოჩენა, ჭებში წყლის უეცარი დაკლება და გაზის გაშვება, რომელმაც ცხოველები დახოცა. დილის 3:42 წუთზე 8,2  სიმძლავრის მიწისძვრამ, სრულიად ჩინეთი შოკში ჩააგდო. ათასობით ადამიანი რამდენიმე წუთში ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. ათიათასობით კი დაიღუპა.

ჩინელებმა გააზრებაც ვერ მოასწრეს, თუ რა უბედურება დაატყდათ თავს, როდესაც მიწისძვრა კვლავ გამეორედა ამჯერად 7.1-7.8 ბალს რიხტერის შკალით. შენობების 93 პროცენტი მთლიანად დაინგრა. მიწისძვრამ ბეიჯინამდეც მიაღწია, რომელიც 140 კილომეტრის დაშორებითაა, ხოლო ხმა რომელიც მიწისძვრამ გამოიწვია 760-ის დაშორებით გავრცელდა. მიწისძვრა ტანგშანში იყო ყველაზე მასშტაბური, რომელიც ბოლო 400 წლის მანძილზე მომხდარა, შედეგად მთელი ქალაქი მიწასთან გასწორდა და საერთო ზარალმა 10 მილიარდ იენს, დაღუპულთა რიცხვმა კი  600,000 – 700,000-მდე მიაღწია. დაშავდა 800,000 დაშავდა.

2004 წელი, 26 დეკემბერი–ინდონეზია.

26 დეკემბერის დილის საათებში ინდოეთის ოკეანეში მოხდა მიწისძვრა 9.3 სიმძლავრის რიხტერის შკალით, ეს იყო ერთ ერთი უძლიერესი მიწისძვრა, რომელიც 10,000 ჰიროსიმაში აფეთქებულ ატომურ ბომბს უდრიდა. ამან გამოიწვია უდიდესი ტალღები ინდონეზიის სანაპიროზე,  რომელმაც 230,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ზოგი ინფორმაციით 300,000) მილიონამდე ადამიანი დარჩა სახლის გარეშე, მიწისძვრამ ცუნამი არა მხოლოდ ინდონეზიაში, არამედ მის მეზობელ ქვეყნებში ინდოეთში, შრი ლანკაში, ტაილანდში და სომალიშიც კი გამოიწვია, სადაც 100 ადამიანი დაიღუპა.

2010 წელი, ჰაიტი.

12 იანვრის შუა დღის საათებმა შეაზანზარა  პატარა კუნძული ჰაიტი და მასთან ერთად მთელი მსოფლიოც. მიწისძვრის სიმძლავრე  7 ბალი იყო. შედეგი შესაძლოა ასეთი სავალალო ყოფილიყო, მაგრამ მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქის შუა ნაწილი იყო.

მიწისძვრამ 220 დან 316,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 300,000 ადამიანი დაშავდა და 1,500,000 დარჩა სახლის გარეშე. 10 დღიანი ძებნის შედეგად, მხოლოდ 132 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

რამდენიმე დღის წინ კი მისიწძვრისა და ცუნამის შედეგად, იაპონიის ათასობით შენობა მიწის ქვეშ მოექცა.

თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება. ასტროფიზიკოსები 19 მარტს უამრავ ბუნებრივ კატასტროფას პროგნოზირებენ, როდესაც მთვარე დედამიწის ზედაპირს მაქსიმალურად მიუახლოვდება.

პლანეტა 10–ის გარშემო ტრიალებს მძიმე ლითონისგან შემდგარი მტვერი. როცა ის დედამიწას ჩაუქროლებს, ჩვენს პლანეტაზე წითელი მტვერი გადმოიყრება, რაც წყლებს იმდენად დააბინძურებს, რომ დალევა შეუძლებელი გახდება. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ 10–ს იმდენად დიდი გრავიტაციის ძალა აქვს, რამდენიმე დღით დედამიწის გაჩერებაც შეუძლია.

მეცნიერები ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა  ადამიანები საკუთარი თვალით ხედავენ სამყაროში რადიკალურ ცვლილებებს.

სეისმოლოგების განცხადებით, დღევანდელმა მოვლენამ დედამიწის ბრუნვის ღერძზე გაცილებით დიდი გავლენა მოახდინა, ვიდრე 2004 წელს სუმატრაზე მომხდარმა მიწისძვრამ, რომელმაც მაშინ დედამიწის ღერძი 6 სანტიმეტრით გადახარა.

ასტროლოგებსა და ფიზიკოსებს კონკრეტული დასკვნების გაკეთება უჭირთ. საზოგადოებას კი მომავლისკენ გახედვის ეშინია და ახლა მხოლოდ იმ შედეგების აღმოსაფხვრელად იბრძვის, რაც თანამედროვე მსოფლიოს სამყაროში დატრიალებულმა ბუნებრივმა კატასტროფებმა მოუტანა.

Комментариев нет:

Отправить комментарий