суббота, 14 января 2012 г.

*** ბუნების უცნაურობა.***

ხან მზე ვარ
მწველი,
კაშკაშა.
ხან მთვარე
ცივი,მდუმარე.
ხან მწირი
მიუსაფარი,
მებრძოლი,
სულის მოძღვარი.
ხან ბავშვი-
ზღაპრად შევუშვი,
ხან ფიქრით
ზეცად აუშვი.
ხან ბრძენი-
მიწის ღვთაება,
შევიცან
ზეცის ნათება.
ხან ბჭობა 
შუმერ ღმერთების,
წარღვნა და
შურისძიება.
ხან ფრთები 
მომცა განგებამ,
დამღალა
ბევრის გაგებამ.
Angel Graphic #82
ხან ნეკნის
ძვალი ადამის,
მარადის
 ცოდვის მზიდველი.
ხან ევა-
გამოდევნილი,
სამოთხეს 
მონატრებული.
ხან წყალი-
ყოვლის მომცველი,
ხან მიწა-
ყველას შთანთქმელი.
აღმდგარი 
სამარიდან და
თამარი,
კვლავაც მღიმარი.
ხან წვიმის
წვეთად ვიქეცი,
ხან მიწას 
ზეცით დავეცი.

ხან ფიქრი 
კავკასიონის,
რიონის 
ჩქარი დინება.
ხან მთების
ლურჯი თვალები,
შემყურე
ცის და ზვირთების.
ღრუბლები
ატირებული,
ალაზნის
ცრემლთა ღვარები.
ხან ვარდი
აყვავებული,
ბულბული
ამღერებული.
ხან ნატვრა
ბეღურებისა,
შემყურე
მზის და სხივების.
ხან დარდი
შემოდგომისა,
ბუნების დადუმებისა.
ხან ფანტელები
თოვლისა,
ყინვისგან 
მოხატულები.
სხივები -
მზისა მწველები,
სიცოცხლის 
მომნიჭებლები.
ხან ლხინი 
გაზაფხულისა,

ბუნების გაღვიძებისა.
ხან გავხდი 
დროსთან მებრძოლი
და დავხვდი,
როგორც უკვდავი.
***
სწორედ
რომ უცნაურია,
ეს ერთობა 
და მთელობა.
ყოველის
ერთად მომცველნი,
ეს ჩვენ ვართ
მე და ბუნება.

2011  წელი.11    XI.

თამარ   ენუქიშვილი.