пятница, 13 января 2012 г.

ზეციდან მოველ ბალახზე წვიმად!–ბერდია ბერიაშვილი.

ამ ქვეყანაზე საიდან გავჩნდი?
ზეციდან მოველ ბალახზე წვიმად!
ტან მომყვა სავსე მინდვრების მადლი,
მწვანე ბალახზე მზის ნამის ბრწყინვა.
მომყვა მაისის მზე,სიხალისე,
ეს ყველაფერი ჩემშია ისევ.


ჩემშია ჩემი ზეცა კრიალა,
და ლურჯი მთები-კაცს რომ შეშლიან.
თუმცა,რას ვამბობ,ჩემში კი არა,
ეს ყველაფერი -ჩემს ლექსებშია.

ბერდია ბერიაშვილი